დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.
საბჭოს დღის წესრიგი უცნობია, თუმცა სხდომაზე სავარაუდოდ, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ.