დღეს, ევროვიზია 2024-ის ფინალში ნუცა ბუზალაძე მაყურებლის წინაშე 24-ე ნომრად წარდგება.
საქართველოსთან ერთად დღეს კიდევ 25 ქვეყნის წარმომადგენელი იმღერებს: შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.
https://www.esc.vote/ -ზე ხმის მიცემა 11 მაისის 23:00-მდე გრძელდება. საქართველოსთვის ხმის მიცემა მთელი მსოფლიოდანაა შესაძლებელი, გამონაკლისია ფინალისტი ქვეყნები. ფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას, ჩვეულებისამებრ, 11 მაისს კონკურსის მსვლელობისას შეძლებენ.