LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ფეხბურთის და იტალიის ისტორიის ნაწილი კარგავს მთავარ გმირს“ – კალაძე სილვიო ბერლუსკონის ოჯახს სამძიმარს უცხადებს 

282
ფორტუნა (17)

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სილვიო ბერლუსკონთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და გარდაცვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ძვირფასო სილვიო, დღეს ფეხბურთის და იტალიის ისტორიის ნაწილი კარგავს მთავარ გმირს, ადამიანს, რომელმაც შესაძლებელი გახადა, „მილანის“ წარმართვა ყველა საკლუბო ტიტულის დასაპყრობად.

ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ყველაფრისთვის, გამარჯვებული ადამიანი! ადამიანი, რომელმაც ფეხბურთის ისტორია დაწერა. მადლობა პრეზიდენტო! გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბერლუსკონის ოჯახს. ძმა კალაძე“ .  – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze)

 

მედიის ინფორმაციით, ბერლუსკონი მილანის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

მანამდე იტალიის ყოფილი პრემიერი, იმავე კლინიკიდან 19 მაისს, 1-თვიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს.

აპრილში ცნობილი გახდა, რომ ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g