LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ფოსტამ ჩემს სახელზე წერილი მოიტანა.. ჰოდა, ვწევარ ახლა სიცხიანი და მთელი ხმით ვტირი“ – რა მისწერეს ლიზი გოზალიშვილს

16896
ფორტუნა (12)

The Voice of Germany-ის მონაწილე ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც სრულიად უცნობი ადამიანისგან მიიღო.

ლიზი ამბობს, რომ „ძალიან ბედნიერია, რომ მისი სათქმელი თუნდაც ერთ მსმენელამდე მივიდა სწორად“.

„როცა ეს მოხდა ერთ კვირაში ექვსი სიმღერა დავწერე..“ – როდის განიცადა ლიზი გოზალიშვილმა ყველაზე დიდი ტკივილი და როგორ აატირა „ვოისის“ მწვრთნელი

„დღეს ფოსტამ ჩემს სახელზე წერილი მოიტანა.

ადამიანი, რომელიც თვალით არასდროს მინახავს, მწერს, რომ ჩემი გამოსვლის ყურებისას ყოველ ჯერზე ცრემლები მოსდის და რომ ჩემი გზავნილი მისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან კონკრეტულად მასთან ექვსი თვის განმავლობაში უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობდა.

სრულიად უცხო ადამიანმა მთელი თავისი ემოცია ამ ოთხგვერდიან წერილში ჩაატია. მიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს და მწერს, რომ განსაკუთრებით დუეტმა აღაფრთოვანა.

ვციტირებ: ,,შენი გზავნილი სიმღერით ,,Earth Song“, შენი ტანსაცმლის ფერები და შენი სიტყვები ომის უაზრობასა და ბოროტებაზე, თანაც საყვედურებისა და საჩვენებელი თითის ქნევის გარეშე, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ხანდახან ის კი არაა მთავარი, თუ რას ამბობ, არამედ ის, თუ – როგორ.“

ხან მგონია, მესიზმრება. და იმაზე მეტად, როცა ნამღერს მიქებენ, მართლა გულწრფელად ის მიხარია, რომ ჩემი სათქმელი თუნდაც ერთ მსმენელამდე მაინც მივიდა სწორად.

ჰოდა, ვწევარ ახლა სიცხიანი და მთელი ხმით ვტირი“. – წერს ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g