LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს გადაწყდა სავიზო შეზღუდვების შემოტანა ქართველ დიპლომატებზე. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება…“ – სალომე ზურაბიშვილი

269
ურსულა ფონ დერ ლაიენი, სალომე ზურაბიშვილი~

„ევროპულ საბჭოს გუშინ და დღეს ჰქონდა შეხვედრები და გადაწყდა სავიზო შეზღუდვების შემოტანა ქართველ დიპლომატებზე, რაც ძალიან მკაცრი და ნათელი გზავნილია – ასევე, სანქციებზე გადაწყვეტილებაა აშშ-ის მხრიდან და ქართველი ხალისთვის ამაზე დიდი მხარდაჭერა არ არსებობს“,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერების მიმართ მათი გზავნილები მკაფიოა.

„ევროპულ საბჭოს გუშინ და დღეს ჰქონდა შეხვედრები. დღეს გადაწყდა სავიზო შეზღუდვების შემოტანა ქართველ დიპლომატებზე. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება, სადაც ამბობს, რომ ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის არჩევანს, რომ გააჩეროს საქართველოს ევროპული გზა. მშვიდობიან პროტესტს ხელისუფლებამ დაუპირისპირა პოლიციური ძალადობა.

„დღეს ვაწესებთ ვიზა შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის. ჩვენი გზავნილი საქართველოს ლიდერების მიმართ მკაფიოა- თქვენს ხალხს ნუღარ აშავებთ“ – ეს არის ძალიან მკაცრი და ნათელი გზავნილი ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან. ასევე ძალიან მკაფიო გზავნილებია სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ვიცით, ასევე გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების შესახებ, რაც ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ არსებობს ამაზე დიდი მხარდაჭერა ხალხის და მოსახლეობის, რომელიც თავის სათქმელს მშვიდობიანად ამბობს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

magti 5g