დიდ ბრიტანეთში დაიწყო რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც გაირკვევა, დარჩება თუ არა ქვეყანა ევროკავშირში. უბნები ხმის მისაცემად დილის 7 საათზე გაიხსნა და საღამოს 10 საათზე დაიხურება.
რეფერენდუმს წინ უძღოდა ოთხთვიანი სააგიტაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის დატოვების მსურველები გაერთიანდნენ ლოზუნგით Vote Leave („ხმა მიეცი დატოვებას“).
რეფერენდუმის ეგზიტპოლები არ იქნება. საბოლოო შედეგი 24 ივნისის დილით 7 საათზე იქნება ცნობილი.
რეფერენდუმის მონაწილე თითქმის 46,5 მლნ ადამიანი დარეგისტრირდა, ეს ბრიტანეთისთვის რეკორდული მაჩვენებელია.