„საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები – დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ მათთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებაშია ნათქვამი.
ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ქართველმა ხალხმა გამუდმებით და შეუპოვრად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ და ეს მისწრაფება გაგონილ უნდა იქნას.
„ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც“ – ირაკლი კობახიძე
კობახიძემ კომენტარი გააკეთა დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის შესაძლო უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე.
„დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს. მათ კიდევ ერთხელ ძალიან მტკიცედ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა გამუდმებით და შეუპოვრად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. ეს მისწრაფება გაგონილ უნდა იქნას,“- ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებაში, რომელსაც საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.