LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გაერო ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას კენჭს უყრის

72
გაერო

გაერო ადამიანის უფლებათა საბჭოდან (UNHCR) რუსეთის გარიცხვის საკითხზე დღეს კენჭისყრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სარეთაშორისო მედიის ინფორმაციით, რუსეთმა 47-წევრიანი საბჭოს ქვეყნები გააფრთხილა, რომ მისი გაგდების მცდელობა განიხილება, როგორც „არამეგობრული ჟესტი“.

რუსეთის გარიცხვისთვის ხმების 2/3-ია საჭირო.

რუსული სააგენტო Tass-ისთვის მიცემულ განცხადებაში, რუსეთის გაეროს მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსეთის გარიცხვა საბჭოს უნივერსალურობის პრინციპის დისკრედიტაციას გამოიწვევს და ზიანს მიაყენებს მის ეფექტურობას, შელახავს ნდობას არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოს, არამედ გაეროს ადამიანის უფლებათა მთელი სისტემის მიმართ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

magti 5g