LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს გამოქვეყნებული ტექსტი, რომელიც ნისიაზე აღებული არყით ბირჟაზე მთვრალი პოლიტიკური ექსპერტების ნააზრევი უფროა, ვიდრე განცხადება, ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ სიცრუის საბადოც შრება“ – დათო გორგილაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე

208
დათო გორგილაძე

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას ჟურნალისტი და მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, „დიფ სთეითის“ ქსელის წევრია, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესებით, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ კარნახით მოქმედებს

როგორც დათო გორგილაძე წერს, „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა აღარ დარჩა, მხოლოდ ტყუილის წარმოება“.

„დღეს ესაა მათი საქმე და საკეთებელი. ამ ტყუილების დიდი ნაწილი მკვდრადშობილია, ნაწილი ვადაგასული ან 1-2 საათიანი ვარგისიანობის. ან ბათილია, ან მალევე ბათილდება.

დღეს გამოქვეყნებული ტექსტი, რომელიც ნისიაზე აღებული არყით ბირჟაზე მთვრალი პოლიტიკური ექსპერტების ნააზრევი უფროა, ვიდრე განცხადება, ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ სიცრუის საბადოც შრება.

ხვდებიან, რომ მათი მხარდამჭერების თვალშიც კი შიშველი ბოროტება ჩნდება მათი სახით“, – წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: „ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ჩათრევა არ დაუშვა“

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: „ვიმედოვნებთ, 2030 წლამდე ევროკავშირი დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის პირობებს საქართველოს გასაწევრიანებლად“

“ქართულ ოცნებას” სხვა გზა აღარ დარჩა, მხოლოდ ტყუილის წარმოება. დღეს ესაა მათი საქმე და საკეთებელი. ამ ტყუილების დიდი…

Posted by Dato Gorgiladze on ოთხშაბათი, 08 იანვარი, 2025

„ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს, ჯო უილსონს ხმარდება – ის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა“ – „ოცნების“ პოლიტსაბჭო

„ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს… ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს…“ – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g