რესტორან ქვევრის მეპატრონე, მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გუშინ გარდაიცვალა.
„ბასლა აღარ გვყავს“ – ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზი.
არაერთი სამძიმრის წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელში.
მათ შორის არის რესტორანი „ქვევრიც“, რომლის სოციალურ ქსელში ემოციურ სამძიმრის წერილს ავრცელებს:
„![]()
ქვევრის მთელი გუნდი ვგლოვობთ ჩვენი ოჯახის წევრის – ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას. ლაშა არ იყო უბრალოდ უფროსი, ის იყო მეგობარი, ჩვენი მხარდამჭერი და ყველა სიტუაციაში გვერდით მდგომი. ადამიანი რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით იდგა. დღეს განადგურებული ვართ მთელი გუნდი…
ტირის თითოეული თანამშრომელი, თითოეული ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც შეხებია მისი სიკეთე. ლაშა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი სითბოთი და ადამიანობით ჩვენი ცხოვრება შეცვალა.
მთელი საქართველო გლოვობს დიდ ადამიანს… გმადლობთ ყველაფრისთვის, ლაშა
შენი ადგილი ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში. ![]()
“ – წერია სამძიმრის წერილში.
ნატო გელაშვილი: „ჩემო გულიანო და კარგო ბიჭო რა დავწერო…დამადუმა შენმა გარდაცვალებამ…“
ნოე სულაბერიძე: „დაუჯერებელი ტრაგედიაა! ნათელში იყოს შენი სული ლაშა“
„ბასლა აღარ გვყავს“ – ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა
ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“
რესტორან ქვევრის მეპატრონე და მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
🕊️💔 ქვევრის მთელი გუნდი ვგლოვობთ ჩვენი ოჯახის წევრის – ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას. ლაშა არ იყო უბრალოდ უფროსი, ის იყო…
Posted by Qvevri • ქვევრი on ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
