“გიგი არის განწყობილი ისეთივე მტკიცედ, როგორც იყო ის ორი დღის წინ, თავისუფლებაში”, – ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. ბასილაიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში “ევროპული საქართველოს” მსჯავრდებული ლიდერის მოინახულა.
“გიგი მოვინახულეთ, ის მხნედ არის. გიგი არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები – თადუმაძე, გაბინაშვილი, შავლიაშვილი თუ სხვა. გიგი არის განწყობილი ისეთივე მტკიცედ, როგორც იყო ის ორი დღის წინ, თავისუფლებაში”, – აღნიშნავს ბექა ბასიალაია.
ყოფილი მერი ციხეში 3 წელსა და 2 თვეს გაატარებს.
"შესაძლოა, ეს იყოს პირდაპირი ნაბიჯი რუსეთისაკენ და რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი აიღოს" - რატომ გაუშვეს უგულავა ციხეში მეორედ
უგულავას ადვოკატი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩაიბარებენ, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ. მისი თქმით, უგულავა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პოლიტიკური დევნის პირველი მსხვერპლია.
გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს – ყოფილ მერს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ, 10 თებერვალს გახდა ცნობილი, თბილისის ყოფილ მერს 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ მას, სხვა პირებთან ერთად, პარტიული ინტერესებისთვის “თბილისის განვითარების ფონდიდან” დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დასდო ბრალი.