LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გიორგობაა

124
გიორგობა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.

ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. 23 ნოემბრის აღნიშვნას ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები