„საარჩევნო კამპანია დასრულებულია. დღეს არის არჩევნების დღე. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მინისტრმა ჟურნალისტებთან ზუგდიდში, 1-ელ საარჩევნო უბანზე გააკეთა, მას შემდეგ რაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„საარჩევნო კამპანია დასრულებულია. დღეს არის არჩევნების დღე. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი იმისთვის, რომ გაკეთდეს არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენ ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“