ჯგუფი “სახე” დღეს, 13 იანვარს, ძველით ახალ წელთან დაკავშირებით, კონცერტს გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია Red Velvet კონცერტი “ოტიუმშია” დაგეგმილი და ის საღამოს ათ საათზე დაიწყება.
“სახე” კონცერტზე წარმოადგენს როგორც ძველ, ყველასათვის კარგად ნაცნობ და საყვარელ სიმღერებს, ასევე ახალ რეპერტუარსაც. აღსანიშნავია, რომ ჯგუფს დიდი ხანია, კონცერტი არ ჰქონია და დღეს დიდი პაუზის შემდეგ, პირველად წარდგება მსმენელისა და თაყვანისმცემლების წინაშე.