დღეს 25 ივლისს, 12:30 საათზე „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტის“ გახსნა იგეგმება.
როგორც „ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა. უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონია „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე გაიმართება.
ღონისძიებას კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორის, ფონდის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.