LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს კახიმ სხდომა ილიას გახსენებით დაასრულა… ილია ასოცირდებოდა ყველაზე მგრძნობიარე, პრობლემურ თემებთან: მანანა თოქმაჯიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

229
Untitled design (2)

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში ილია ელოშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც მანანა წერს, „ილია ასოცირდებოდა ყველაზე მგრძნობიარე, პრობლემურ თემებთან და მხოლოდ მას შეეძლო, აგრესიულად განწყობილი ადამიანიც კი მეგობრად ექცია“.

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

„მიხარია, რომ ეს უმძიმესი წელი ჩათავდა. მძიმე წელი იყო, როგორც გლობალურად, ისე პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის.

დღეს კახიმ მთავრობის სხდომა ილიას გახსენებით დაასრულა: „ილიას დაზარალებულები, ილიას უსახლკაროები, ილიას მარტოხელა მოხუცები, ილიას ბაგა-ბაღები – ასე მოვიხსენიებდით გუნდში მის საკურატორო თემებს. გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის გადაჭრილი ყოველი საკითხი, მოგვარებული პრობლემა ნამდვილი ზეიმი იყო მისთვის“.

მართლა ასე იყო, ილია ასოცირდებოდა ყველაზე მგრძნობიარე, პრობლემურ თემებთან და მხოლოდ მას შეეძლო, აგრესიულად განწყობილი ადამიანიც კი მეგობრად ექცია.

იკო მადლობა ყველაფრისთვის!“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g