LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს კასპის ცემენტის მოდერნიზებული ქარხანა იხსნება

237384621

დღეს, კასპის ცემენტის ქარხნის სრული მოდერნიზაციისა და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.

ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია,  „ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის“ კომპანიის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი დოქტორი ბერნდ შაიფელე, „ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის“ ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი დოქტორი ალბერტ შოიერი,  გერმანიის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ჰუბერტ კნირში, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი  გიორგი ბაჩიაშვილი, „ჰანიველ პარტნერსის“ დირექტორი  ირაკლი რუხაძე და მედიის წარმომადგენლები.

კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო.

პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და „ჰანიველ პარტნერსის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები