LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს კოვიდკლინიკებში ადგილების ნახევარი ცარიელია და უპრობლემოდ შეუძლიათ მეტი პაციენტის მიღება” – თენგიზ ცერცვაძე

134
96085257-1292753097594111-7513292612808212480-o

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ინფიცირების ძალიან დაბალმა მაჩვენებლებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მოსალოდნელია როგორც ინფიცირებულთა რაოდენობის მატება, ასევე კლებაც, რაც ტალღისებური მაჩვენებლით აისახება. მისივე თქმით, „ცოტა მეტი“ არ იქნება რამდენიმე ათეულ დადასტურებულ შემთხვევაზე მეტი. ამის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„აქამდე ჩვენ გვქონდა დაახლოებით სამი პიკი. ინფიცირების დღიური გამოვლინების მაჩვენებლები იყო 31, 39, 42. ამაზე მეტს აღარ ველით. იდეალური იქნება, თუ შევინარჩუნებთ არსებულ მაჩვენებელს და ერთ ათეულზე მეტი აღარ გვეყოლება. დღეში 6-7 ახალი შემთხვევა არაფერია ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის, იმდენად კარგადაა მობილიზებული. დღეს კოვიდკლინიკებში ადგილების ნახევარი ცარიელია და მათ უპრობლემოდ შეუძლიათ მეტი პაციენტის მიღება. ჩვენ ამას მივაღწიეთ შეზღუდვების პერიოდში, საგანგებო ღონისძიებების დროს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ახლოს მივედით პიკთან და დაახლოებით 3 კვირა იქნება მატება – თენგიზ ცერცვაძე

 

magti 5g