LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ლომისის მადლს და ძალას ვთხოვ რომ, სულ ასეთი ერთიანი, ბედნიერი, სიყვარულით და სიამაყით სავსე მენახოს ჩემი საქართველო და ქართველი ხალხი“ – ნინი შერმადინი

127
ნინი შერმადინი, ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და მერვედფინალში გავიდნენ. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა მეორე წუთზე. მეორე გოლი კი ორმოცდამეჩვიდმეტე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.მან პენალტი ზუსტად შეასრულა. დღეს ზეიმობს სრულიად საქართველო და თითოეული ქართველი.

„არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ და ქომაგები გავახაროთ“ – გიორგი მიქაუტაძე

მომღერალი ნინი შერმადინი ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ ემოციურ პოსტს ავრცელებს:

„დღეს ლომისის მადლს და ძალას ვთხოვ რომ, სულ ასეთი ერთიანი, ბედნიერი, სიყვარულით და სიამაყით სავსე მენახოს ჩემი საქართველო და ქართველი ხალხი“, – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები