LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს მამაჩემმა მითხრა 25 თებერვალი ჩემთვის ყველაზე საძულველი დღე არისო და კი, არის…“ – დათო ტურაშვილის შვილი, მამასთან დიალოგზე

113
ანაკო ტურაშვილი, დათო ტურაშვილი

„ყველაფერი რაც გვჭირს ზუსტად ამ დღეს დაიწყო 104 წლის წინ და ჩვენ უნდა დავასრულოთ, თორემ შეიძლება კიდევ 104 წელიც დავკარგოთ და ყველაფერიც“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დათო ტურაშვილის ქალიშვილი, ანაკო ტურაშვილი წერს.

ანაკო ტურაშვილი მამასთან დიალოგის შესახებ ჰყვება:

„დღეს მამაჩემმა მითხრა 25 თებერვალი ჩემთვის ყველაზე საძულველი დღე არისო და კი, არის.

ყველაფერი რაც გვჭირს ზუსტად ამ დღეს დაიწყო 104 წლის წინ და ჩვენ უნდა დავასრულოთ, თორემ შეიძლება კიდევ 104 წელიც დავკარგოთ და ყველაფერიც.

სულით მახინჯ ადამიანებს, როდემდე უნდა ვაჯიჯგნინოთ ეს გმირი გოგო-ბიჭების ქვეყანა?“ – წერს ანაკო ტურაშვილი.

ვიდეო: „მამაჩემს დააკვირდით მარცხენა მხარეს…“ – როგორი რეაქცია ჰქონდა გოლზე დათო ტურაშვილს

დღეს მამაჩემმა მითხრა 25 თებერვალი ჩემთვის ყველაზე საძულველი დღე არისო და კი, არის. ყველაფერი რაც გვჭირს ზუსტად ამ…

Posted by Anako Turashvili on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025

ცნობისთვის, 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი შესრულდა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g