მარიუპოლის გმირი მცველები დღეს იცავენ მთელ უკრაინას,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მინისტრის განცხადებით, მარიუპოლის დამცველთა თავგანწირვისა და სიმამაცის წყალობით უკრაინაში გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.
ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ალყაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი არ დათანხმდა რუსეთის ულტიმატუმს დანებების შესახებ და ბრძოლას აგრძელებს.
გუშინ რუსულმა მხარემ ქალაქის დამცველებს დანებებისთვის ვადა 21 მარტის დილის 05:00 საათამდე მისცა, სანაცვლოდ კი ორი ჰუმანიტარული კორიდორის შექმნას დაჰპირდა, რომლითაც მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქს დატოვებდა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ახლა მოწინააღმდეგის მხარეს „ტაქტიკური პაუზა“ შეინიშნება და მიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლები.
მისი განმარტებით, „ტაქტიკური პაუზა“ უკავშირდება იმას, რომ რუსეთს შეტევის საშუალება აღარ აქვს.