დღეს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ისრაელს დაუპირისპირდება.
შეხვედრა თელ-ავივში, ”ნოკია არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” წარმოგიდგენთ.
ამ ეტაპზე ისრაელი ჯგუფში 9 ქულით მეოთხე ადგილზეა, საქართველოს 8 ქულით – მეხუთეზე.
ჯგუფიდან სამი გუნდი პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე გადის. დღეისათვის უპირობო ფავორიტები გერმანია და საბერძნეთი არიან,რომლებიც მინიმუმ 3 მოგების შემთხვევაში,მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ.
საქართველოსთვის ყველაზე რეალური მესამე ადგილისთვის ბრძოლაა,ოღონდ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
მესამე ადგილის მოსაპოვებლად საქართველომ ექვსივე შეხვედრა უნდა მოიგოს,ხოლო სერბეთმა მინიმუმ 3 შეხვედრა უნდა წააგოს.
დღეს სერბეთი საბერძნეთს სტუმრობს.