2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი, რომელსაც გასულ წელს კიდევ ერთი შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს.
ემიგრაციაში მყოფი ფატი ჭელიშვილი ქალიშვილის ფოტოკოლაჟს აქვეყნებს და წერს:
„ახლა ორივე და-ძმა ერთად ხართ, შვილებო… 2014 წლიდან ჩემი შვილის სისხლით დაიწყო ჩემი ოჯახის ისტორიის დაწერა, რასაც შეეწირა ჩემი მეორე შვილი, დღეს მე შვილები აღარ მყავს“, – წერს ფატი ჭელიშვილი.
შეგახსენებთ, 11 წლის წინ, ზესტაფონში მომხდარმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა – 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა. სერგი საცერაძეს სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი კი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა.
სტრასბურგმა პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა – საიას ცნობით, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.
2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სალომეს ძმამ, 34 წლის ლაშა ჯორბენაძემ.
