LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მედალს ჩამოგკიდებენ, წახვალ სახლში და ხვალ ისევ ვიჩხუბოთ რატომ არ გაწიე ლაზიერი: 9 წლის ბათუმელი გოგონა, რომელიც უკვე ორგზის ჩემპიონია

875
კესარია

9 წლის, ბათუმელი მოჭადრაკე, კესარია მგელაძე, რომელიც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

კესარია მგელაძე:
”ჭადრაკი ჩემი ცხოვრებაა. როდესაც პარტიას ვაგებ ძალიან ვღელავ და გული მწყდება. ერთი სვლის გაკეთებაზე დაახლოებით 10 წუთი ვფიქრობ. როდესაც გავიმარჯვე ჩვეულებრივი ემოცია მქონდა. ვოცნებობ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე და 14 წლის ასაკში დიდოსტატი ვიყო”, – ამბობს კესარია.

კესარია ჭადრაკზე მამამ 6 წლის ასაკში შეიყვანა. მისი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ პატარა ჩემპიონს მშვიდი და აუღელვებელი თამაშის სტილი აქვს. მოწინააღმდეგეებზე, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს.

ახლობლები, სოციალურ ქსელში მას მორიგ წარმატებას ულოცავენ.. გთავაზობთ, ნოდარ ლორთქიფანიძის პოსტს: ”გილოცავ ჩემო ბრილიანტო გოგო! ვიცი, რომ ბევრი იტყვის – გაუმართლაო, მაგრამ მე ხომ ვიცი, საქართველოს უკვე მეორედ ჩემპიონობას როგორ იმსახურებდი. როცა ყველაფერს გააკეთებ წარმატებისთვის, ღმერთიც შენკენაა, იღბალიც და ჭადრაკიც. შენ კიდევ ერთხელ დამარწმუნე ამაში.

იცი ჩემი დამოკიდებულება და არ გაქვს არანაირი საფუძველი მიღწეულით კმაყოფილი იყო. დღეს მედალს ჩამოგკიდებენ, წახვალ სახლში და ხვალ დილიდან ისევ ვიჩხუბოთ იმაზე, რატომ არ გაწიე ლაზიერი b3 ცოტა ადრე და რაზე ფიქრობდი საერთოდ მაგ მომენტში. არასოდეს გაჩერდე! გთხოვ, მუდამ წინ წასვლას ეცადე! რამდენჯერაც არ უნდა წააგო, გამოიყენე ჩვენი ტრაგედიის მხოლოდ 15 წუთიანი გრაფიკი და ყველაფერი კარგად იქნება! მოგებები თავისით მოვლენ. მედლებიც, პრიზებიც და ა.შ.
განსაკუთრებით ვულოცავ შენს მწვრთნელს, ნიკოლოზ მანაგაძეს, რომელიც საოცრებებს ჩადის. ჩემს თვალწინ კარგი მოჭადრაკიდან – მონსტრად რომ გაქცია. (მე ხომ ეს ვიცი, თუ სხვებმა არა). მე ხომ ვიცი, რა შეგიძლია და ჯერ-ჯერობით, რა ცოტას ავლენ დაფასთან. ასევე შენს საოცარ მშობლებს ვულოცავ. ბოლოს კი საკუთარ თავსაც ვულოცავ. არა როგორც კესოს “დამხმარეს”, (როგორც ვიწოდებ თავს) არამედ მის მეგობარს, ყველაზე დიდ გულშემატკივარს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს და ნებისმიერ დროს მზად არის გვერდზე დაუდგეს მას.
და ბოლოს… ვინმე სხვისგან რომ მენახა მსგავსი პოსტი, არ მესიამოვნებოდა და ვიფიქრებდი, რომ არ არი საჭირო მსგავსი ეპატაჟი, მაგრამ ვფიქრობ, დღეს გამონაკლისის დაშვება შეიძლება. ძალიან ბედნიერი ვარ.
 გასულ წელს კესარია 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი იყო.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g