„გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელია წერს.
მელიას განცხადებით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის დღევანდელი განცხადებები რეალობას მოწყვეტილ, ბიძინა ივანიშვილის „საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს“ ეხებოდა:
„მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი“ – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი
„დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის მუდმივი კონფრონტაციის პირობებში“.
„გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. („რუსული კანონის“ შელამაზება და ა.შ). პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა: ახალი არჩევნები“,- წერს მელია.