დღეს მსახიობი გია ბურჯანაძე 65 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით მარჯანიშვილის თეატრმა სოციალურ ქსელში მილოცვის პოსტი გამოაქვეყნა.
„დღეს, საქართველოს დამსახურებული არტისტის ბატონი გია ბურჯანაძის დაბადების დღეა!
მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვულოცავთ ბატონ გიას 65 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებას“, – წერს მარჯანიშვილის თეატრი.
