LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მსოფლიო ხელის დაბანის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

119
xelis dabana

15 ოქტომბერს, ყოველწლიურად, ხელების დაბანის საერთაშორისო დღე აღინიშნება. შეიძლება ამ ღირშესანიშნავი თარიღისთვის ყურადღება არც მიგვექცია, მაგრამ პანდემიის პერიოდში სწორედაც რომ აქტუალურია და ბევრმა ალბათ სწორედ ამ დღის აღსანიშნავად უნდა დაიწყოს ხელების ხშირი დაბანა.

ამ დღის დაარსების მიზანი იყო, მსოფლიოს მოსახლეობისთვის შეეხსენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ხელების საპნით დაბანა.

ეს დღე „გაეროს ბავშვთა ფონდის“ ინიციატივით, 2008 წლიდან აღინიშნება.

„ხელების დაბანა ერთ-ერთი მთავარი პრევენციული ღონისძიებაა პირბადის გამოყენებასა და ფიზიკური დისტანციის დაცვასთან ერთად“, – ამბობს იუნისეფი.

ამ დღეს „გაეროს ბავშვთა ფონდი“ და სხვა ორგანიზაციები ცდილობენ, ადამიანებს კიდევ ერთხელ უთხრან, რომ ხელების საპნით დაბანით უამრავი ინფექციური და ბაქტერიული დაავადების თავიდან აცილებაა შესაძლებელი, მათ შორისაა პნევმონია და დიარეა, რომლებიც ზიანს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს.

კვლევების მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 3.5 მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება დიარეისა და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების გამო.

ამბობენ. 2025 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 2/3-ს სასმელი წყლის დეფიციტი შეექმნება. ეს კი, სამწუხაროდ, დაავადებების გავრცელების რისკს გაზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g