ნინი შერმადინი საზოგადოებას ამცნობს, რომ მერაბ სეფაშვილთან დუეტი ჩაწერა, რომელსაც საზოგადოება მალე იხილავს. გადაღებულია ვიდეოც:
„დღეს მთელი ბავშვობის ოცნება ამიხდა, მერაბ სეფაშვილი იყო ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქართველი მომღერალი, მისი ავტოგრაფი დღესაც მაქვს. ჰოდა, ცოცხალ ლეგენდასთან ჩავწერე დუეტი და ძალიან მალე იხილავთ ეკრანზე. უდიდესი მადლობა ჩემს უნიჭიერეს მაიკო კაჭკაჭიშვილს ამ საოცარი სიმღერისთვის და ტექსტისთვის! მიყვარხარ! განსაკუთრებული მადლობა მერაბს, ეს დღე არასდროს დამავიწყდება! მიყვარხართ!“
