LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს მთელი დღეა თავს ვუყრი სიტყვებს, არ ვიცი რა ვთქვა, რა დავწერო… მახსოვს, ყველა ის ემოცია, რომელიც განვიცადე ჩემი მედოს გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე“ – მსახიობ მედეა ლორთქიფანიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

239
მედეა ლორთქიფანიძე

მედეა ლორთქიფანიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. სოციალურ ქსელში მსახიობს მეგობრები და ახლობლები იხსენებენ.

„დღეს მთელი დღეა თავს ვუყრი სიტყვებს, არ ვიცი რა ვთქვა, რა დავწერო, მოულოდნელად გავიდა ეს 1 წელი, დიდი ტკივილი,

მახსოვს, ის ყველა წთ, ემოცია, რომელიც მე განვიცადე ჩემი მედოს გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე, ბევრი ვიტირე ძალიან….

ჩემმა დამ და მისმა მეგობარმა იგივე ჩემმა მეგობარმა, ჩამიგდო ნიუსი და თავიდან ვერ დავიჯერე მახსოვს და, როცა ვნახე ძალიან შევწუხდი, ძალიან ვიტირე, მთელი დღე ქვითინებდი, დაუჯერებელი იყო ძალიან, სიცოცხლე უყვარდა….

მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, დედაჩემის ნომერი ჩამაწერინა და მითხრა, უნდა დავურეკო და მადლობა უნდა ვუთხრაო, ასეთი კარგი ვაჟკაცი, რომ გაგზარდაო.

დღემდე, არ მავიწყდება მისი ტკბილი, რაღაცა საოცრად გემრიელი, მანდარინის მურაბა და ყავა ლიმნით, პირველად გავსინჯე და სულ მედო მახსენდება ამაზე.

დრო, ისე სწრაფად გავიდა მასთან საუბარში, სახლში წასვლა დამავიწყდა…

მე და მედიკოს, ნამდვილი ბებია შვილობა გქვონდა, არასდროს ამბობდა, რომ მე მისი უფროსი მეგობარი ვიყავი, ერთხელ ვუთხარი ეს და გამიბრაზდა, რას ჰქვია, მეგობარი ხარო, ჩემი შვილიშვილი ხარო.

უდიდესი მადლობა მას, ასეთი დიდი სიყვარულისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოხატავდა, და მის ქალიშვილს, ჩემს შორენას, რომელმაც ოჯახის წევრად მიმიღო.

აუცილებლად, შეგხვდები მედო, ადრე თუ გვიან, გვენატრები და გვიყვარხარ ძალიან“, – წერს ნიკოლოზ ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და შეიყვარა, 2024 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g