LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ნატო მამიდას, ნატო ვაჩნაძის დაბადების და გარდაცვალების დღეა! ის ქართული კინოს პირველი ვარსკვლავი იყო, თუმცა ტრაგიკული ბედის…“ – რა ისტორიას იხსენებს კირა ანდრონიკაშვილი უდიდესი ქართველი მსახიობის შესახებ

261
კირა ანდრონიკაშვილი

შეუდარებელი მსახიობი, კირა ანდრონიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს უდიდესი ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის დაბადების და გარდაცვალების დღეა.

მსახიობი ამბობს, რომ ნატო ვაჩნაძე ქართული კინოს პირველი ვარსკვლავი იყო, თუმცა ტრაგიკული ბედის:

„დღეს ნატო მამიდას, ნატო ვაჩნაძის დაბადების და გარდაცვალების დღეა! ბავშვობიდან ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემთვის, მახსოვს ბოლო სტუმრობაც დიდი იასამნების თაიგულით, რამდენიმე დღით ადრე მის ბოლო დაბადების დღემდე, გვითხრა მივდივარ, მაგრამ 14-ში აუცილებლად თქვენთან ვიქნებიო…

ძალიან დაღლილი იყო, წამოწვა დასასვენებლად, მე კი დედამ მითხრა, დაიმახსოვრე შენი მამიდაო… შევედი საძინებელში, იწვა, ღამის ნათურა ენთო და მის ფონზე მისი მთელი სილამაზე, თმა, ჩრდილი კედელზე ირეკლებოდა. ის ქართული კინოს პირველი ვარსკვლავი იყო, თუმცა ტრაგიკული ბედის…
14 ივნისს ყოველთვის გურჯაანში ვიყავით, მის სახლ-მუზეუმში, წელს სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ, თუმცა ჩემი გული თქვენთანაა. განსაკუთრებით კი წარმატება მინდა ვუსურვო კინოდაჯილდოვება „ელისოს“, რომელიც შარშან დაფუძნდა და უფრო და უფრო ძლიერდება.

მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ მსახიობ ნატალია ჯუღელს, რომელიც ნატო ვაჩნაძის შთამომავალია“, – წერს კირა ანდრონიკაშვილი.

დღეს ნატო მამიდას, ნატო ვაჩნაძის დაბადების და გარდაცვალების დღეა! ბავშვობიდან ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემთვის, მახსოვს…

Posted by კირა ანდრონიკაშვილი Kira Andronikashvili on შაბათი, 14 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g