დღეს პარლამენტში თეა ახვლედიანს მოუსმენენ.
ახვლედიანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზეა მიწვეული.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მთავრობის ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საფუძველზე მიღებულ კანონებზე ისაუბრებს.