„ქართული ოცნების“ წევრი, მომღერალი აჩიკო ბერიძე, კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილს დაბადების დღეს ულოცავს – ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
ბერიძე ცნობილ კომპოზიტორთან სტუმრობას იხსენებს და მადლობას საჯაროდ უხდის:
„დღეს ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის დაბადების დღეა. ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. მადლობა მას ყველაფრისათვის, ნდობისთვის, მეგობრობისთვის, რჩევებისთვის თუ უბრალოდ დათმობილი დროისთვის და საინტერესო ისტორიების გაზიარებისთვის.
არასოდეს არ დამავიწყდება პირველი სტუმრობა, როდესაც „კახეთო”- ს ნებართვისთვის ვესტუმრე და ვთხოვე იქნებ ნახევარი ტონით დავწიოთ სიმღერათქო, რაზეც მიპასუხა: „კახეთო იმ სიმღერების სიაში შედის, რომელიც იმ ტონალობაში უნდა იმღერო, რომელშიც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში კახეთო-კახეთო აღარ იქნებაო!” სხვა გზა არ დამიტოვა…
მთელს საქართველოს ვულოცავ ქალბატონი ნუნუს იუბილეს, თავისივე სიმღერით ჩემს საყვარელ ბათუმზე“, – წერს აჩიკო ბერიძე.
დღეს ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის დაბადების დღეა. ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. მადლობა მას ყველაფრისათვის,…
Posted by Achiko Beridze on ხუთშაბათი, 06 თებერვალი, 2025