ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა. მას შემდეგ ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით არ ყოფილა დადასტურებული. მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.