LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს რაც შენს პანაშვიდზე განვიცადე, ეს ვერ გადმოიცემა ვერც სიტყვებით და ვერც ემოციებით“ – მარკუს მეტრეველი კესარია აბრამიძეს ემოციურად ემშვიდობება

1622
მარკუს მეტრეველი კესარია აბრამიძეზე

მომღერალი მარკუს მეტრეველი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

„კესარია აბრამიძე, დღეს რაც შენს პანაშვიდზე განვიცადე, ეს ვერ გადმოიცემა ვერც სიტყვებით და ვერც ემოციებით.
ვუყურებდი სასახლეს და მეგონა, რომ სხვა ესვენა შენს მაგივრად. გაყინული სულით და სხეულით გიცქერდი. მეგონა, რომ ეს ყველაფერი საშინელი სიზმრის ნაწილი იყო.
ჩემო მეგობარო, შენ თავისუფლების სიმბოლო ხარ“ 🪽🪽😭🖤🖤 – წერს მარკუს მეტრეველი სოციალურ ქსელში.

„ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული“ – რას აცხადებენ კესარია აბრამიძის საქმის პროკურორი და მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g