LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ? პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს, როდესაც კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი?“– კობახიძე განმარტავს რატომ არ ყოფილა საოკუპაციო ხაზთან

171
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იგი საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის.

დასმულ კითხვაზე, რატომ არ ყოფილა საოკუპაციო ხაზთან, კობახიძე უპასუხა: „არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან?“

„დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ? კონკრეტული ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე იქ რატომ უნდა ჩავიდეს, როდესაც კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი?“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მისი ყოფილი კოლეგა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „კონკრეტული მოცემულობა იყო და ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან“.

კობახიძე: ყველას გვესმის, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მთლიანად პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მიიღო

„მთელი ხელისუფლება დადის საოკუპაციო ხაზთან. აღმასრულებელი ხელისუფლება არა მარტო ჩადის, არამედ პრობლემებს უგვარებს მოსახლეობას. არის საუბარი სამინისტროებზე, უწყებებზე, მთელი ხელისუფლებაა ჩართული.

იქ გაზი, წყალი და გზა რომ მიდის, ვინ აკეთებს ამას? ჩადიან. აბა, პრობლემებს ხომ უნდა გაეცნონ? მილიონი პროექტი განხორციელდა იმ ზონაში და ერთი არ გაგიშუქებიათ. თქვენ (ჟურნალისტებს) იმ ადამიანების პრობლემები კი არ გაინტერესებთ, არამედ გაინტერესებთ უბედურება ქვეყანაში.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g