რას ნიშნავს ჯოგური იმუნიტეტი და რა მოსალოდნელი შედეგები მოყვება მას, თუ კი ქვეყანა ამ მეთოდს გამოიყენებს?ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს გვთავაზობს, რომელშიც განმარტავს თუ რა სახის სცენარით შეიძლება ქვეყანამ მართოს კორონავირუსი.”ჯოგური იმუნიტეტი და დრაკონული რეგულაციები!!
ძალიან გახშირდა ”ჯოგური” (ვიცი რომ ცუდი თარგმანია, უბრალოდ უმეტესწილად ასე ხმარობენ და ამ სტატუსშიც ამ ტერმინს გამოვიყენებ, მომიტევეთ ამერთხელ) იმუნიტეტის ცნების ფრიალი, არასწორი ინტერპრეტაციით, თითქოს, ეს არის უტყუარი და მარტივად მიღწევადი მოვლენა, ყველაფერი ნათელია და ჩვენ (და არამარტო) ქვეყანაში რეგულაციები არ გვჭირდება.
რათქმაუნდა ეს ასე არ არის და შევეცდები ავხსნა, თუ რატომ არ არის ასე.

პრინციპი მარტივია, უმეტესობას თუ ექნება იმუნიტეტი – გავრცელება შემცირდება.
შესაბამისად ჯანდაცვა აღარ გადაიტვირთება და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები (მოხუცები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და ა.შ.) იქნებიან დაცული, ინფექციით გამოწვეული სასიკვდილო გართულებებისგან (ეს უკანასკნელი და მთავარი ამბავი, რითაც ფასობს ჯოგური იმუნიტეტის არსი, ხშირად ‘შემთხვევით’ ავიწყდებათ ხოლმე).
ამ ყველაფრის მიღწევა ხდება ვაქცინით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვაქცინა იმუნიტეტს გვძენს ავადობის გარეშე ანუ მოსახლეობის უმეტესობა იმუნიტეტს იღებს ვაქცინით, ანუ არ ავადდება, აანუ არც ავრცელებს ინფექციას და ასე ვიღებთ ჯანდაცვის გადატვირთვის პრევენციას, მოწყვლადი ჯგუფების დაცვასთან ერთად.

ასე რომ, შეგიძლიათ აღარ იყოთ ხოლმე პოლიტკორექტულები და როდესაც ჯოგური იმუნიტეტის შესახებ მტკიცებით ფორმაში საუბრობთ, ‘რა საჭიროა წესები და შეზღუდვები, ჯოგურს უნდა მივაწვეთ’, ‘კარგია რომ ინფიცირება იზრდება ჯოგური იმუნიტეტი მალე გვექნება’ (თუ რაღაც ეგეთი ‘სიბრძნეები’), პირდაპირ თქვით – ვინც მოკვდება მოკვდება, დანარჩენებმა გავაგრძელოთ ცხოვრებაო. ნუ წვალობთ.





COVID19-ზე დათვლილია და ასე თუ ისე ყველა თანხმდება, რომ მოსახლეობის (დაახლოებით) 67% უნდა იყოს იმუნიტეტის მატარებელი, რომ შეიქმნას ეს ჩვენი ნანატრი ჯოგური იმუნიტეტი.









ყველა ქრონიკული დაავადების მოძებნა დამეზარა.

– რამდენად მყარი და ხანგრძლივია იმუნიტეტი კოვიდ19-ს გადატანის შემდეგ? – ამაზე უტყუარი და ზუსტი პასუხი დღეს არ არსებობს. არ ვიცით.
თუმცა არის თეორიები რომლითაც შეიძლება ვიმსჯელოთ:
– მაგალითად, SARS-1-ს მიმართ ყალიბდება იმუნიტეტი მინიმუმ 2 წელი (ზოგ შემთხვევაში 12 წელიც, თუმცა დროთა განმავლობაში ანტისხეულები კარგავენ ეფექტურობას და მათი ტიტრი არ იყო სტაბილური ხანგრძლივ დროში).
– მხოლოდ ერთეული შემთხვევებია (ჩინეთი, ს. კორეა) დაფიქსირებული კოვიდ19-ს რენფიცირების და ჯერ გაურკვეველია რა ხდება, ამით მსჯელობა არ შეიძლება.
– ძალიან მწირია ინფორმაცია იმის შესახებ, იქნება თუ არა ეფექტური სხვა კორონავირუსების გადატანის შემდეგ მიღებული იმუნური პასუხი, კოვდ19-ს წინააღმდეგ.
– ამის პარალელურად კი, სულ ახლახანს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ამბობს, რომ სეზონური კორონავირუსების მიმართ იმუნიტეტი ხანმოკლეა და რეინფიცირება ხდება დაახლოებით 12 თვეში.

რაც მთავარია, გავრცელების დროში გაწელვა, იმუნიტეტის ხანგრძლივობას არ უნდა აჭარბებდეს, რეინფექციები რომ არ დაიწყოს.



მოდი დავუშვათ(!), რომ კოვიდ19-ს მიმართ იმუნიტეტი რჩება 2-3 წელი, კაი 3!;
-ისიც დავუშვათ(!) რომ სხვა სეზონური კორონავირუსებისგან მიღებული იმუნიტეტი ეფექტურია მის წინააღმდეგ;
-და ისიც დავუშვათ(!) რომ T უჯრედოვანი პასუხი (b უჯრედები გამოიმუშავებენ ანტისხეულებს რომელიც ებრძვიან ვირუსს უჯრედში მოხვედრამდე, T უჯრედები კი უკვე დაინფიცირებულ უჯრედზე ებრძვის ვირუსს) რომელიც ლაბორატორიულად ინახა, კლინიკურადაც მუშაობს და ეგრეა ვთქვათ;
დავუშვათ(!) რომ ყველაფერი ასე იდეალურად დაემთხვა და გამართლდა.

– 80% მსუბუქი ან ასიმპტომურია, 20% სჭირდება ჰოსპიტალიზაცია(WHO);
– 40% ასიმპტომურია (CDC);
– საქართველოში 87% არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, 11% შემთხვევებისა კი მძიმე (NCDC).
დამატებით მოდი კიდე გავამარტივოთ და დავუშვათ(!) მთელი შემთხვევების 11% არის მძიმე და მეტი არა. საშუალო სიმძიმესაც გავეშვათ, კრიტიკულსაც და სიკვდილიანობასაც (ვერ დავიწყებ აქ პოპულისტურ მანიპულაციებს, რო ჩააჯინდებიან ხოლმე სიკვდილიანობას და გრიპს ადარებენ, კოვიდ19-ს ძირითადი პრობლემა მიუხედავად იმისა რომ გრიპზე მეტ ადამიანს კლავს, სიკვდილიანობა არ არის).
ანუ საშუალო სიმძიმესაც გავანებეთ თავი, ვითომ იდეალურად ვმართავთ სახლში ან სასტუმროებში იზოლაციით და არ გაგვექცევა ვირუსი და დავუშვათ(!) მთლიანი შემთხვევების მხოლოდ 11%-ს სჭირდება ჰოპსპიტალიზაცია.


– კოვიდის მიმართ მყარი იმუნიტეტი – 3 წელი (36 თვე);
– ჯოგური იმუნიტეტისთვის საკმარისი გავრცელება – არა 67%, არამედ 40%.
– ანუ დასაინფიცირებელი იქნება – 1,486,743 ადამიანი 36 თვის მანძილზე;
– აქედან 11% დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია – 163,541 პაციენტი;
– ანუ თვეში – 4,542 პაციენტი.
3 წლის განმავლობაში, ყოველ თვე 4,542 პაციენტს სად აწვენთ და ვინ უვლის?

– კოვიდის მიმართ მყარი იმუნიტეტი – 3 წელი (36 თვე);
– ჯოგური იმუნიტეტისთვის საკმარისი გავრცელება – არა 67%, არამედ 20%.
– ანუ დასაინფიცირებელი იქნება – 743,371 ადამიანი 36 თვის მანძილზე;
– აქედან 11% დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია – 81,770 პაციენტი;
– ანუ თვეში – 2,271 პაციენტი.
3 წლის განმავლობაში, ყოველ თვე 2,271 პაციენტს სად აწვენთ და ვინ უვლის?

საერთოდ მარტივია ეგოს ფხანით რეკომენდაციების გაცემა, მაშინ როცა 0 პასუხისმგებლობა გაქვს მხრებზე.

იმედიც შეიძლება მამენტ რავი.
იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა”,-წერს ექიმი.