„დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – წამები წყვეტდნენ ამ სიტუაციას, არ დაიბნა, დროულად და უშუალო ჩარევით შენარჩუნდა მისი სიცოცხლე“,– ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით დაკავებული, ალექსი ახვლედიანი ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებთან აფციაურმა განმარტა, სასამართლო პროცესზე, რომელზეც ალექსი ახვლედიანის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე უნდა იმსჯელონ, გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
„თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, უარყოფითი დინამიკის გარეშე“ – როგორია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ამბობს ლევან რატიანი
ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა
„რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დღეს მოხდება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში. დაზუსტებული დრო ამ ეტაპამდე არ არის ჩემთვის ცნობილი. სიახლე ჯერჯერობით არაფერია. საქმის მასალებს არ ვიცნობ.
დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედა. სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე საკუთარი მანქანით გადაიყვანა.
წამები წყვეტდნენ ამ სიტუაციას, არ დაიბნა, დროულად და უშუალო ჩარევით შენარჩუნდა მისი სიცოცხლე”, – განაცხადა ლალი აფციაურმა.
„ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი ამიტომ, უნდა დავწერო ეს სტატუსი“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თორნიკე რიჟვაძეზე
მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელიც სულ ურიცხავდა თანხებს მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებს.
შეგახსენებთ, გუშინ დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.