LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს Rooftop Terrace-ზე ბენდი Asea Sool დაუკრავს

161

18 თებერვალს ”რუფტოფ ტერასაზე” მისული სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე ცნობილი ბენდი Asea Sool იზრუნებს.

როგორც ”ფორტუნა პლუსს” Rooftop Terrace-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა მაცაცო კევლიშვილმა განუცხადა, ეს არის ძალიან ცნობილი და გემოვნებიანი ბენდი, რომელიც მსოფლიო ფესტივალებზე გამოდის.

მისივე ინფორმაციით, Rooftop Terrace მომხმარებელს ევროპულ სამზარეულოს , ასევე საფირმო კოქტეილებსა და დესერტებსაც სთავაზობს. რაც შეეხება მუსიკალურ პროგრამას, კევლიშვილის თქმით, ყოველ დღე საღამოს აფორმებს DJ , ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით კი, სტუმრების განწყობაზე ბენდები ზრუნავენ.

Rooftop Terrace სააკაძის დაღმართზე 11 ნომერში, ”პანორამა” ბიზნეს-ცენტრის მერვე სართულზე მდებარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები