LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს რუბლი დაუბრუნდა ომამდელ მაჩვენებელს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძირითადი მუხრუჭი გერმანიაა – პოლონეთის პრემიერი

442
1645480969_1624553776-vdqhm34cd2qx6zyv2gscajtdp8ck8ckk

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძირითადი მუხრუჭი გერმანიაა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. მან ევროპას მოუწოდა, უარი თქვას რუსულ გაზსა და ნავთობზე.

„მთავარი მუხრუჭი ევროკავშირის უმსხვილესი და მდიდარი ქვეყნები არიან. უნგრეთმა არ დააწესა სანქციები. სიტუაცია ევროპაში ძალიან მარტივია, ეს ჩანს ევროპის საბჭოს სხდომების სტენოგრამებშიც. გერმანია სანქციების ძირითადი მუხრუჭია“,- განაცხადა მორავეცკიმ.

მისივე თქმით, დღეს რუბლი დაუბრუნდა ომამდელ მაჩვენებელს. „რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკამ შეძლო თავის დაცვა დაწესებული სანქციების წინაშე. უნდა იქნეს შემოღებული მკაცრი სანქციები“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g