LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს რუსეთი ცდილობს საქართველოსთან ლოიალური პოლიტიკა გაატაროს: პოლიტოლოგი ლავროვის განცხადებაზე

780
BeFunky-collage (1)

“დღეს რუსეთი ცდილობს საქართველოსთან ლოიალური პოლიტიკა გაატაროს”, – ასე აფასებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი განცხადებას, რომლის თანახმად, “3 + 3” ფორმატის  შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და ის ყოველთვის მოხარული იქნება შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ ქართველმა კოლეგებმა.

„ქართველ კოლეგებს ყოველთვის მივესალმებით“ – რას ამბობს ლავროვი “3+3” ფორმატის შეხვედრაზე

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, რუსეთი ცდილობს თავის ორბიტაზე გადაიყვანოს საქართველო.

„რუსეთი საქართველოს ეთამაშება, რომ როგორმე თავის ორბიტაზე გადაიყვანოს. ლავროვმა კარგად იცის ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა „3+3“ ფორმატში. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ვეთანხმები, რომლებამაც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. რუსეთი ლოიალური განცხადებებით ეცდება, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში, რაც ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა დაუშვას, რადგანაც არანაირ ფორმატში, რუსებთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს აშკარად ეწინააღმდეგება“, – განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g