დღეს რუსეთში, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ოპოზიცია აქციას გამართავს. ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ დაგეგმილი აქცია მასშტაბური იქნება.
„რუსეთის ოპოზიციამ დღეს, 14:00 საათზე, პუტინის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გამოაცხადა! ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ქალაქების ქუჩებში ნამდვილად იქნება იგივე, რაც ამ სურათზეა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.