LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სახელმწიფოს გამოწვევა და პრობლემა სიღარიბეა, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები – გახარია

93
1544018955-55013

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს, სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევა და პრობლემა სიღარიბის დაძლევაა. როგორც გიორგი გახარია განმარტავს, სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება კი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა, რომელიც უნდა შექმნას თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა.

„სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მოიცავს 4 საკვანძო მიმართულებას. პირველი გახლავთ ეკონომიკური განვითარება, მე-2 – სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა, მე-3 – საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, მე-4 – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სახელმწიფო მმართველობა. აქ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევები, პრობლემები, რომლის მოგვარებაც მოუწევს ყველას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ჩვენი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკურ განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს, სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევა და პრობლემა გახლავთ სიღარიბის დაძლევა. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება გახლავთ, რა თქმა უნდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რომელიც უნდა შექმნას თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა, რომლის ოპერირების ერთადერთი ბუნებრივი და ეფექტური გარემო გახლავთ თავისუფალი ბაზარი“, – აღნიშნა გახარიამ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ კერძო სექტორი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ჯერ უნდა შეინარჩუნოს პანდემიის პირობებში და შემდეგ შექმნას ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g