LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სამართალდამცავი სისტემა ჩაფლავდა, ამ სიტუაციიდან ყველაზე გალახული ხელისუფლება გამოდის: ხვიჩია

53
იაგო ხვიჩია

“ჩემი აზრით, დღეს სამართალდამცავი სისტემა ჩაფლავდა და შესაბამისად, ადამიანები არიან დაუცველები სპეციფიური ბრბოს წინაშე, რომელსაც გეი და ოპერატორი ერთმანეთში ერევა.” – “თბილისი პრაიდის” ღონისძიებებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ეხმიანება და ამბობს, რომ “მომხდარის შედეგად, საზოგადოებამ უპრეცედენტო შემთხვევა მიიღო – ისეთი ხალხი დაშავდა, ამ საქმესთან არიან კავშირში რომ არ იყვნენ, მიზეზი კი არავინ იცის”.

როგორც ხვიჩია ამბობს, ამ სიტუაციიდან ყველაზე გალახული ხელისუფლება გამოდის, ხოლო ეკლესიამ და “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეებმა რაც გააკეთეს, არის იმის ჩვენება, თუ ვინ არის “ბოსი”:

“ვცხოვრობთ სახელმწიფოში, მაგრამ მთლად ბოლომდე სამართლებრივში არა. ჩემი აზრით, სამართალდამცავი სისტემა დღეს ჩაფლავდა და შესაბამისად, ადამიანები არიან დაუცველები სპეციფიური ბრბოს წინაშე, რომელსაც გეი და ოპერატორი ერევა ერთმანეთში. შესაბამისად, მივიღეთ უპრეცედენტო შემთხვევა, საერთოდ რომ არ არიან ამ საქმესთან კავშირში, ისეთი ხალხი დაშავდა, მიზეზი კი არავინ იცის. შეიძლება ადამიანები ისე განაწყო, რომ ვიღაცას ისე მისდევდეს, ვინც შეხვდება იმას ურტყამდეს? ეს ძალიან სამარცხვინო ფაქტია და ჩემი აზრით, ყველა მონაწილე, რომელიც ამ პროცესს არ გაემიჯნება, როცა აზრზე მოვა, საკუთარი საქციელის ძალიან შერცხვება.

ჩემი აზრით, ყველაზე გალახული ამ სიტუაციიდან ხელისუფლება გამოდის. რეალურად, ეკლესიამ და ამ ხალხმა, რაც გააკეთა, არის იმის ჩვენება, თუ ვინ არის “ბოსი”. ამის მტკიცების პროცესს ვხედავთ ამ წუთში და გეების დევნა არის შირმად გამოყენებული საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ დღეს, 5 ივლისს არის დღე, როცა სიწმინდის დამცველი ქართველი ვაჟკაცები გეების წინააღმდეგ ერთბაშად ირაზმებიან ბუნებრივად და ამ დღეს აწვებათ რაღაცნაირად ყველანაირი ემოცია და ეს ემოცია იმდენად მძაფრია, რომ იღვრება პირველ შემხვედრზე, ისეთ უწყინარ ხალხზე, როგორებიც ჟურნალისტები და ოპერატორები არიან.

ხელისუფლებას და საპატრიარქოს სპეციფიური თანამშრომლობა ახასიათებს წლებია. ეს ურთიერთობა ხან ასეთია, ხან ისეთია. ზოგჯერ ხელისუფლება სჯის საპატრიარქოს რაღაც ფორმით, ზოგჯერ პირიქით, საპატრიარქო შურისძიებას აცხადებს ამაზე. დღეს საპატრიარქომ დასაჯა ხელისუფლება და შეარცხვინა მთელი მსოფლიოს წინაშე, მათ შორის, საკუთარი ნორმალური ამომრჩევლების წინაშე. იცის, რომ ახლა არის წინასაარჩევნო პერიოდი და იცის, რომ წინასაარჩევნოდ ეს გაუვა. მაგრამ ჩემი აზრით, დღეს ნებისმიერმა ადამიანმა ძალიან წააგო, ვინც იქ დღეს ღმერთის სახელით იყო გამოსული და იმას აკეთებდა, რასაც აკეთებდა. ეკლესიამაც წააგო, ჩემი აზრით იქედან გამომდინარე, რომ ჯერ არ მინახავს ნორმალური ადამიანი, რომელსაც ის მოწონებოდა, რაც ხდებოდა. ის ადამიანებიც კი, როლებიც ჩვენდა სამწუხაროდ ტაშს უკრავენ გეების ცემას, დღეს ვერ იქნებიან ტაშის კვრის ხასიათზე იმიტომ, რომ გეების ნაცვლად საერთოდ სხვა ხალხია გალახული.” – თქვა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ეს მდგომარეობა ქვეყნის მტრებს აწყობთ და ამ ვითარებით ისინი ზეიმობენ:

“თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ ცივილიზებული ქვეყნა ვართ, ჩვენთან თანაცხოვრობენ სხვადასხვა ადამიანები და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ტრადიციების ყველაზე დამცველი ინსტიტუტი და მისი მხარდამჭერები ფაქტობრივად წყალს ასხამენ ქართულ ისტორიას და მსჯელობის მიმართულებას.” – თქვა ხვიჩიამ.

პოპულალურები