LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს საოცარი, დაუვიწყარი შოუ იქნება… ყოველთვის მინდოდა ამ ტურში ყოფნა და ჩემი ძალების მოსინჯვა“ – ნიკო ნანიტაშვილი

136
316135208_846059069935484_8767597727213860684_n

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მსახიობი, ტელეწამყვანი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, ნიკო ნანიტაშვილი სტუმრობდა.

ნიკო, ვისაუბროთ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დღევანდელ ტურზე და შენს მოლოდინებზე ?

დღეს არის ქართული, არაჩვეულებრივი ტური, რასაც ასე ველოდით თითოეული ჩვენგანი. ყოველთვის მინდოდა ამ ტურში ყოფნა და ჩემი ძალების მოსინჯვა და ნანატრი დღეც დადგა. დღეს საოცარი, დაუვიწყარი შოუ იქნება. გპირდებით, რომ თითოეული ნომერი არაჩვეულებრივი იქნება. აღმატებული მოლოდინები მაქვს, რადგან ქართული ცეკვა ჩემთვის კიდევ სხვა რამეა. ბავშვობის პერიოდში დიდი დრო მივუძღვენი მას და დღემდე მენატრება, რადგან მაშინ დავამთავრე ჩემი საცეკვაო, როცა არ უნდა დამემთავრებინა, როცა ჯერ კიდევ არ მქონდა ბოლომდე გაკეთებული ის, რისი გაკეთებაც შემეძლო, ამიტომ ვეცდები დღეს ეს ყველაფერი სცენაზე გადავიტანო. ჩვენი ნომერია 0 903 300 355 და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვიყურებს და გვგულშემატკივრობს.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები