LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნიკოს ბენდის“ პირველმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა: მანუ მურღულიასთვის სცენაზე მირთმეული ვარდი და ტორტი, სადაც ამიკო ჩოხარაძეს თავი ჩააყოფინეს

8317
ნიკოს ბენდი

„ნიკოს ბენდის“ პირველმა კონცერტმა რესტორან „ქვევრში“ ანშლაგით ჩაიარა. გადავსებულ დარბაზში კვირა საღამოს შეკრებილმა მაყურებელმა მცირე ხნის წინ შექმნილი ჯგუფის ყველა სიმღერა უკვე ზეპირად იცოდა. „ნიკოს ბენდის“ პროდიუსერი ზვიად ბლიაძეა, რომელიც სატელევიზიო სივრცეში უამრავი პროექტის ავტორია, მათ შორის, მუსიკალურისაც, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბენდმა ასე მალე მოიპოვა პოპულარობა.

 

 

აღსანიშნავია, რომ მათი ერთ-ერთი სიმღერა „ქართული დისკო“ ისეთი პოპულარულია უკრაინაში, რომ მის გამო სპეციალური ჩელენჯიც კი შეიქმნა, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები ტანკების ფონზეც კი ცეკვავენ ამ კომპოზიციაზე.

„ნიკოს ბენდის“ სოლისტები არიან ნიკო ნანიტაშვილი, მანუ მურღულია, ნანუკა ფორჩხიძე და ამიკო ჩოხარაძე. სხვათა შორის, ამიკოსთვის ეს დღე ორმაგად დატვირთული და სასიამოვნო გამოდგა, რადგანაც მას 6 ნოემბერს მისი დაბადების დღეა და როგორც კი 12 საათი დადგა, მანუმ, ნიკომ და დარბაზში მჯდომმა გიორგი გაბუნიამ ამიკოს სიამოვნებით მიულოცეს დაბადების დღე. ტელესახისა და იუმორისტის დაბადების დღის აღსანიშნავად გარეთ ფოიერვერკებიც კი გაუშვეს. ნიკომ კი ამიკოს მისთვის მირთმეულ ტორტში თავი ჩააყოფინა, თუმცა არც ამიკო ყოფილა ამის წინააღმდეგი…

 

 

მაგრამ დავუბრუნდეთ კონცერტს. როგორც კი „ნიკოს ბენდი“ გამოაცხადეს, დარბაზში დიდი ჟრიამული ატყდა და ყველა სცენისკენ გაეშურა, რომ ოთხეულის მიერ შემოთავაზებულ რიტმებზე ხელი გაეშალათ. პირველივე სიმღერა ნიკო ნანიტაშვილმა და მანუ მურღულიამ შეასრულეს და მაყურებელი ისეთი ენთუზიაზმით აღივსო, რომ მანუს პირდაპირ სცენაზე მიართვეს თეთრი ვარდი. ამის შემდეგ არც ბენდი გაჩერებულა და არც იქ მყოფი მაყურებელი. ერთმანეთის მიყოლებით შესრულდა ჰიტები, რომელთა ტექსტები რესტორნის სტუმრებმა ზეპირად იცოდნენ და სიამოვნებით ჰყვებოდნენ ბენდის წევრებს.

რასაკვირველია, კონცერტის საფინალო ნოტი გაისმა მას შემდეგ, რაც „ქართული დისკო“ ენერგიულად შესრულდა.

 

 

„ნიკოს ბენდი“ დაგვემშვიდობა, მაგრამ აშკარაა, რომ დიდი ხნით არა…

პოპულალურები