მანუ მურღულია სოციალურ ქსელში მისი მამის, ბუბა მურღულიას ნამღერს გვიზიარებს.
„ვინც არ იცნობთ, გაიცანით, მამაჩემი ბუბა მურღულია“, – წერს მომღერალი.
აღსანიშნავია, რომ მანუ საზოგადოების მხრიდან მუდამ ყურადღების ცენტრშია და გამომწერები მისი მისამართით დადებით შეფასებებს არ იშურებენ.
მანუ მურღულია: „ისეთი დიეტაც დამიცავს, შიმშილით გული წამსვლია…“
აღსანიშნავია, რომ ბუბა მურღულია 2013 წლიდან ეთნო ჯაზბენდ „ირიაოს“ წევრია. ის ასევე ხელმძღვანელობს ხალხური სიმღერის ანსამბლს „იბერი“, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობს გასტროლებით.
4 მაისს, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში „ირიაოს“ ახალი ალბომის „კამარა“ პრეზენტაცია გაიმართა. მანუ მურღულიას მიერ გაზიარებული მუსიკალური ეპიზოდი სწორედ ამ კონცერტიდანაა.
