LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა, რომ სოციალურმა მედიამ ჩემი ურთიერთობა შეჭამოს…“ – რა ფრაზა ეწყინა ცნობილი ინფლუენსერისგან მანუ მურღულიას და რისთვის ემზადება ბენდთან ერთად

1628
მანუ მურღულია

მომღერალი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი მანუ მურღულია სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და უამრავი გამომწერი ჰყავს „ტოკ-ტოკზე“, „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქზე“. მანუ გვესაუბრება, რა სირთულეებს უკავშირდება ინფლუენსერის აქტიურობა და თავად როგორ მოირგო ეს ამპლუა. მას ასევე ვკითხეთ პირად ცხოვრებაში სიახლის შესახებაც, ვინაიდან მცირე ხნის წინ „სთორიში“ თავის რჩეულთან ერთად გადაღებული ვიდეო გაგვიზიარა…

მანუ მურღულია:

თავიდან „ტიკ-ტოკზე“ აღმოვჩნდი სრულიად უცაბედად, მოჩის დაგემოვნება იყო ჩემი პირველი ვიდეო, ტრენდი გავაკეთე, 300 000 ნახვა ჰქონდა, როგორც მახსოვს, შეიძლება მეტი. წერდნენ, რა კარგი ხმა აქვს ამ გოგოსო. მოჩის რეალისტური შეფასება მივეცი და ეს ხალხს ძალიან მოეწონა. მერე, როცა მივხვდი, რომ „ტიკ-ტოკზე“ შეიძლებოდა, მარტივად გავარდნილიყო ვიდეოები, უფრო მეტი აქტიურობა დავიწყე. ყველაზე პოპულარული გავხდი მაშინ, როდესაც ვლოგების ჩაწერა დავიწყე, სადაც სხვადასხვა რუტინის შესახებ ვყვებოდი. მერე ამას შევმატე ცეკვის ვიდეოები…

„ქართულ დისკომდე“ მყავდა 200 000 გამომწერი, „დისკოს“ მერე 360 000 გამომწერი მყავს, „ინსტაგრამზე“ კი – 124 000 მიმდევარი. „ტიკ-ტოკთან“ შედარებით, უფრო რეალისტური პლატფორმაა, იქ ყალბი ანგარიშიც ბევრია. „ინსტაგრამზე“ უფრო მეტი არეალური ადამიანია, მათი შენკენ წამოყვანა კი არც ისე მარტივია. „ინსტაგრამზე“ „დისკომ“ ძალიან შემიწყო ხელი. ჩემს გამომწერებს შორის არიან ყაზახები, ბელორუსები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები და სომხები.

სოცქსელები რამდენად ადვილია სამართავად და რამდენად რთულია კონტენტის შექმნა?

სოციალურ მედიას ეს ახასიათებს, თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ ფერხულში თუ არ ჩაები, მარტივად კარგავ ბევრ მიმდევარს. მაგალითად, დღესასწაულზე არაფერი დამიდია და 500 მიმდევარი დამაკლდა. ყოველთვის უნდა იყო ძალიან აქტიური, არ ჩამორჩე ტრენდებს. ბაზარი გაიზარდა, ბევრი ინფუელნსერი წამოვიდა. ხარისხი უნდა შეინარჩუნო. ხარისხის შესანარჩუნებლად კი უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. ასეთი მარტივიც არ არის. ხშირად ამბობენ, არაფერია, გადაიღე ვიდეო და დადეო. თუ ამ საქმის გაგრძელება გინდა, აუცილებლად უნდა დახვეწო კონტენტიც, ვიდეოს ხარისხიც და ა.შ…

ინფლუენსერები, ვინც პოპულარულები ხართ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ერთმანეთთან თუ ურთიერთობთ?

ყველას არ ვიცნობ და არ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ვინც პოპულარულია იუთუბსა და ტიკ-ტოკზე, ძალიან კარგი ხალხია. ერთი, ძალიან საწყენი ის არის, რაც მე არ მახასიათებს, ინფლუენსერები, ვინც უფრო ადრე დაიწყო ეს საქმე, ზემოდან, გარკვეული პიედესტალიდან იყურებიან. ყველაზე არ ვამბობ… ეს მიდგომა დიდად არ მხიბლავს. არავინ იცის, ვინ რას მიაღწევს. შეიძლება, ძალიან ბევრი მიმდევარი გყავდეს, მაგრამ ხალხის სიყვარული ვერ დაიმსახურო… ერთმა ინფლუენსერმა მითხრა, რომელსაც კორონას პერიოდიდან ხშირად ვუყურებდი და ძალიან მომწონდა, შენ რა ინფლუენსერი ხარ, უფრო მომღერალი ხარო. ეს ფრაზა ძალიან მეწყინა… შეიძლება, ბევრად მეტ დროს უთმობდეს და უფრო კარგად იყოს ჩართული ამ საქმეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან მომღერალი ვარ და ბენდი მყავს, არ მაქვს უფლება, რომ თავს ინფლუენსერი დავუძახო. კომპანიებისგან, ვისთანაც ვთანამშრომლობ, უკუკავშირი მაქვს მუდმივად და მათგან ვიცი, როგორი გამოხმაურება აქვს ჩემს ვიდეოებს და რა შედეგები მოაქვს…

მოგვიყევი, რა სიახლეებია შემოქმედებითი კუთხით?

ვარ ორ ბენდში. ახლა იწყება სეზონი და ვემზადებით. „ნიკოს“ ბენდი“ ბაქოში მივფრინავთ და იქ გვექნება კონცერტი. მანუს ბენდითაც ვემზადები, რომ გავამხიარულოთ სხვადასხვა დღესასწაული იქნება თუ ივენთი.

მცირე ხნის წინ, გამომწერებს გაუზიარე შენი ვიდეო რჩეულთან ერთად…

ერთადერთი ვიდეო მაქვს დადებული ჩემს შეყვარებულთან ერთად. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსგავსი ვიდეო არ მიდევს და მოულოდნელი იყო, ალბათ, ამიტომ მოჰყვა ასეთი დიდი გამოხმაურება. ასეთი კომენტარი იყო, როგორ გამხდარა კალაო, გიორგი კალატოზი ეგონათ. ბევრჯერ ვთქვი, რომ კალასთან მხოლოდ ვმეგობრობ და მეტი არაფერი ხდება. ჩემი და ჩემი შეყვარებულის ვიდეოს ბევრი კარგი კომენტარი მოჰყვა, რაც ძალიან გამიხარდა. სახე თითქმის არ ჩანს და არც მინდა, რომ სოციალურმა მედიამ შეჭამოს ჩემი ურთიერთობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g