მანუ მურღულია ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორ ჩააბარა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში, ბერკლიში და მიიღო დაფინანსებაც, თუმცა იქ გამგზავრება, სამწუხაროდ, ვერ შეძლო:
„ბერკლიში“ როცა ჩავაბარე, ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე და 50%-იანი დაფინანსებაც ავიღე, მაგრამ ვერ წავედი, რის გამოც ძალიან დამწყდა გული. ეს თავიდან ბოლომდე ფინანსებთან დაკავშირებული ამბავი იყო, სწავლა ძალიან ძვირი ღირდა და იმ ეტაპზე მე და ჩემი ოჯახი ვერ შევწვდით. მაშინ ჩემთვის რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ ჩემმა დიდმა შრომამ ფუჭად ჩაიარა, თუმცა დღეს ასე აღარ ვფიქრობ. ვიცი, რომ იმ ყველაფერმა ძალიან კარგი გამოცდილება მომცა. მართლა ბევრი ვიმეცადინე და შრომისმოყვარეობის კუთხითაც წინ წავედი. ყველაფერი ათიანზე შევასრულე და შედეგიც შესაბამისი მივიღე, დაფინანსების სახით, რასაც ვოკალისტებს არ აძლევდნენ. დისციპლინა, რომელიც მაშინ გამოვიმუშავე, ძალიან მეხმარება ცხოვრებაში. გარდა ამისა, დღეს უკვე ვიცი, რომ შეიძლება ცხოვრებაში ყოველთვის არ მოხდეს ის, რაც გინდა, მაგრამ ამასაც არა უშავს…“
