LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოს დედაქალაქში აღინიშნა იტალიის ეროვნული ერთიანობისა და შეიარაღებული ძალების დღე, რომელიც სამშობლოსთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნის პატივის მისაგებად დაწესდა

341
დღეს საქართველოს დედაქალაქში აღინიშნა იტალიის ეროვნული ერთიანობისა და შეიარაღებული ძალების დღე, რომელიც სამშობლოსთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნის პატივის მისაგებად დაწესდა

საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და აზერბაიჯანსა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, საზღვაო კაპიტანმა ჯანფრანკო ვიცინიმ თბილისში, გმირთა მოედანზე დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

იტალიის ეროვნული ერთიანობისა და შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გაიმართა მიღება, რომელსაც დაესწრნენ თავდაცვის დარგის ინსტიტუციების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სამხედრო ატაშეები. იტალიის ელჩი დ’ანტუონო სტუმრებს მიესალმა, მოიგონა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას სიტყვები და ისაუბრა მრავალრიცხოვან საერთაშორისო მისიებში მონაწილე იტალიელი სამხედროების ძალისხმევაზე მშვიდობის შენარჩუნებაში და მათ წვლილზე „იტალიის, როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ, მშვიდობისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ერთგულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g