LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვიან და მეტი წვლილი შეაქვთ მოქალაქეებს, ვიდრე მთავრობას“ – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

114
ოანა-სილვია ცოიუ

„რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა და ეს სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება, რადგანაც ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის“, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, „დღეს, კონკრეტულ მომენტში, საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვიან და მეტი წვლილი შეაქვთ მოქალაქეებს, ვიდრე ინსტიტუტებსა და მთავრობას.

„ისიც მართალია, რომ დღეს კონკრეტულ მომენტში საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვიან და მეტი წვლილი შეაქვთ მოქალაქეებს, ვიდრე ინსტიტუტებსა და მთავრობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ასევე საქართველოს საზოგადოების სიმტკიცის ნიშანი და ფაქტია, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება და ინვესტიციების დაბანდება საქართველოს ევროპულ გზაში…

ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უფრო მეტი და უნდა ვიყოთ ერთ მხარეს, როდესაც ვუყურებთ შავ ზღვას და ამის გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენების გამო“,- განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს ​ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

⭕ როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ​ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ორშაბათი, 15 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g